ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ევროპისგან მეტ დახმარებას მოითხიოვს ავღანეთში


შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმა, ევროპელ კოლეგებს ავღანეთში სტაბილობის დამყარებისთვის მეტი დახმარების გაწევა მოსთხოვა.

დღეს კიევში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრაზე ჩასულმა მდივანმა აღნიშნა, რომ ჯგუფის არსებობა არ გამართლდება თუ იგი ტერორიზმთან ბრძოლაში უფრო აქტიურად არ ჩაებმება და ევროპის უშიშროებისადმი მიმართულ თანამშრომლობას არ გააღვივებს.

ბატონმა გეითსმა ჯგუფის მიერ ქაბულში მცირე შტაბის შექმნის გადაწყვეტილება მოიწონა და ავღანეთის არმიის მსენებლობისთვის უფრო მეტის გაკეთებისკენ მოუწოდა.

ბატონი გეითსი ევროპაში ხუთდღიანი მისიით იმყოფება. მან უკვე ისაუბრა თურქულ-ქურთული დაპირისპირების შესახებ.

დღეს თავდაცვის მდივანი კიევიდან პრაღას მიემგზავრება, ჩეხეთში ამერიკული რაკეტსაწინაღო სისტემის დაყენების ირგვლივ სასაუბროდ.

XS
SM
MD
LG