ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ყირგიზეთის პრეზიდენტმა ქვეყნის პარლამენტი დაითხოვა


ყირგიზეთიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მას შემდეგ, რაც ამომრჩევლებმა ყირგიზეთის კონსტიტუციაში სერიოზული ცვლილებების შეტანისადმი მიძღვნილი რეფერენდუმის ჩატარებას მისცეს ხმა, დღეს ყირგიზეთის პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა ქვეყნის პარლამენტი დაითხოვა.

ჯერ-ჯერობით პრეზიდენტის აპარატს არ გადაუწყვეტია ის თუ როდის ცატარდება ახალი არჩევნები, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ეს დეკემბერში მოხდება.

საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ ბიშკეკში ამომრჩეველთა სამოცდათხუთმეტმა პროცენტმა მხარი რეფერენდუმის ჩატარებას დაუჭირა.

კონსტიტუციის გეგმაში პარლამენტის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაა გათვალისწინებული, ახლანდელი მაჟორიტარულისგან განსხვავებით.

პრეზიდენტი ბაკიევი მხარს უჭერს ასეთ რეფორმას და აცხადებს, რომ რეფორმა ყირგიზეთის სტაბილობას შეუწყობს ხელს.

XS
SM
MD
LG