ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსალოდნელი ცვლილებები ქვეყანაში


რამდენად საკვირველიც არ უნდა იყოს, დღეს საქართველოში ყველაზე დიდ პოლიტიკურ მოვლენად გაერთაინებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილი 2 ნოემბრის აქციის მოლოდინია. ხელისუფლების მხარდამჭერები, მათი საქმიანობით უკმაყოფილონი თუ უბრალოდ დამკვირვებლები, დიდი მოლოდინით ელიან – რა მოხდება 2 ნოემბერს და შეიკრიბება თუ არა მოსახლეობის საკმარისი რაოდენობა. საკმარისი იმისათვის, რომ ქვეყნის შიდა პოლიტიკაში პატარა ცვლილებები მაინც განხორციელდეს. დღევანდელ საქართველოში საზოგადოება ორად არის გაყოფილი, რაც სამწუხარო ასოციაციებს აჩენს ქვეყნის ახლო წარსულთან, კერძოდ კი 90-იანი წლების დასაწყისთან, მაშინ, როდესაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის ხანმოკლე მმართველობის პერიოდში ქვეყანა ე.წ. ზვიადისტებად და ანტიზვიადისტებად დაიყო. შემაშფოთებელი რეალობა გახლავთ ის, რომ დღევანდელობა ყოველდღიურად უახლოვდება 17 წლის წინანდელ საქართველოს. მაგრამ, დღეს რადიკალურად განწყობილი მოსახლეობის გარდა, ძალიან პატარა რაოდენობით მაგრამ არსებობს, სიტუაციის ობიექტურად შემფასებელთა პატარა ჯგუფიც, რომელიც გარკვეულ ცვლილებებს გარდაუვალ პირობად მიიჩნევს, მაგრამ რადიკალური ცვლილებების მომხრე არ არის. დღეს საინტერესოა, რას უნდა ელოდეს საზოგადოება 2 ნოემბრის აქციისგან, რა შეიძლება რომ მოხდეს. ჩვენი გადაცემის სტუმარია გაზეთ “24 საათის” მმართველი რედაქტორი პაატა ვეშაპიძე აღნიშნავს.

პაატა ვეშაპიძეთუ 2 ნოემბერს შეიკრიბა 20-25 ათასი კაცი, ეს იქნება მანიშნებელი იმისა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია სერიოზულ ელექტორალურ მხარდაჭერას მიიღებს არჩევნებში. თუ 2-ში შეიკრიბა ხალხი, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის მოხდება, რომ ხელისუფლება იძულებული გახდება აღმოფხვრას ის დეფიციტი რასაც ხელისუფლების ხალხთან კომუნიკაციის დეფიციტი ქვია. ეს იქნება ძალიან სასარეგებლო ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე ოპოზიციისთვის და ასევე საზოგადოებისთვის. თუ გაერთაინებულმა ოპიზიციამ, აჩვენა თავისი ელექტორალური ძალა, ხელისუფლება აუცილებლად წავა ამ ნაბიჯზე - ხალხთან კომუნიკაციაზე.

- ხელისუფლების კომუნიკაციის აღდგენა საზოგადოებასთან, ეს ის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, რომელსაც მმართველი ძალა საკუთარი ქვეყნის მოსახლეობისკენ გადადგამს. კომუნიკაცია, რომელიც დღეს ცალმხრივია და რომელიც დღეს ცალმხრივად აგიტაციისა და პროპაგანდის იერს ატარებს. პროპაგანდა, რომელიც მედიის საშუალებით კერძოდ კი სარეკლამო რგოლების, საინფორმაციო გადაცემების საშუალებით, მუდმივად ნათელი მომავლის დაჟინებული აგიტირებით ხდება და მომავლის, რომლის სინათლის რწმენა მოსახლეობამ დიდი ხნის წინ დაკარგა. საზოგადოებასთან დიალოგის რეჟიმში გადასვლა, ქვეყნის ხელისუფლებისათვის ერთ-ერთი გამოსავალი იქნება.

XS
SM
MD
LG