ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბენაზირ ბჰუტომ დაჭრილები მოინახულა


პაკისტანის ყოფილი პრემიერ მინისტრი ბენაზირ ბჰუტო აცხადებს, რომ ხუთშაბათის სისხლიანი აფეთქებების მიუხედავად იგი თავის პოლიტიკურ კამპანიას გააგრძელებს.

ეს განცხადება ბჰუტომ დღეს, ყარაჩის საავადმყოფოში, აფეთქებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მონახულების შემდეგ გააკეთა.

ბენაზირ ბჰუტომ გამოძიების საქმეში მსოფლიოს მოუწოდა დახმარებისკენ.

ამ ფონზე, სინდის პროვინციის შინაგან საქმეთა მინისტრმა უარყო ცნობები, თითქოს პენჯაბის პროვინციის ორი მოსახლე აფეთქებებთან კავშირში იკითხება. მან აქვე დასძინა, რომ პოლიცია ამჟამად აწარმოებს ორი პატიმრის დაკითხვას. ისინი 2006 წელს ყარაჩიში მომხდარ ტერაქტებთან კავშირში იხდიან სასჯელს.

XS
SM
MD
LG