ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის ფინანსური მდგომარეობა


პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ მსოფლიოს საზოგადოებრიობა ირანს ბირთვული კურსის შეცვლას მოსთხოვს:

"ჩვენი მიზანი ისაა, რომ ირანს მშვიდობიანი გზით ვათქმევინოთ უარი საკუთარ ბირთვულ ამბიციებზე. ეს ზეწოლა მხოლოდ ერთი ქვეყნისგან არ უნდა მომდინარეობდეს. საერთაშორისო საზოგადოებრიობამ კარგად უნდა გააცნობიეროს ის თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ბირთვული იარაღის მქონე ირანი." სთქვა პრეზიდენტმა.

ირანი უარობს სამუშაოების შეჩერებას იმ ტექნოლოგიებზე, რომლეთა საშუალებითაც მოგვიანებით ბირთვული იარაღის შექმნა იქნება შესაძლებელი.

ამის გამო 2006 წლის დეკემბრის შემდეგ გაეროს უშIშროების საბჭომ ირანის წინააღმდეგ სანქციების შემოსაღებად ორი რეზოლუცია მიიღო. მესამე რეზოლუციის ტექსტზე ამჟამად გერმანიისა და უშიშროების საბჭოს ხუთI მუდმივი წევრი ქვეყნის: ჩინეთის, დიდი ბრიტანეთIს, შეერთებული შტატების, საფრანგეთისა და რუსეთის წარმომადგენლები მუშაობენ.

ირანზე ზეწოლას კერძO წარმოების დახმარებითაც ახორციელებენ. შეერთებული შტატების ზახინის მდივნის მოადგილე ტერორიზმთან ბრძოლისა და საფინანსო დაზვერვის დარგში სტუარდ ლივი აღნიშნავს, საერთაშორისო საფინანსო დაწესებულებებში ახლახანს განხორციელებულ აქციებს:

"მსოფლიოში სულ უფრო მეტი ბანკი უარს ამბობს ირანთან საფინანსო ურთიერთობებზე და ასეთ ურთიერთობას სარისკოდ მიიჩნევს. ირანის სახელმწიფო ბანკების უცხოეთის ქვეყნებში მდებარე ფილიალები თითქმის იზოლაციაში აღმოჩნდნენ. თავად მათI არსებობაც უკვე კითხვის ნიშნის ქვეშაა, რადგანაც სხვა ბანკები და კომპანიები მათთან ურთიერთობას გაურბიან. ასევე, ირანისნავთობის რეზერვების განვითარებისთვის აუციელებლი უცხოური ინვესტიციები თითქმის მთლიანად შეწყდა." სთქვა ბატონმა ლივიმ.

თავად თეირანის მიერ ეკონომიკის სფეროში დაშვებული შეცდომებიც თავს იჩენს. ინფლაციისა და უმუშევრობის მაჩვენებლები სწრაფად იზრდება. კორუფცია ყოვლისმომცველია. მთავრობა ირანის რევოლუციური გვარდიიდან გამოსულ ბიზნესმენებს, სახელმწიფო კონტრაქტებს ტენდერის ჩატარების გარეშე უთმობს. თეირანი ყოველწლიურად მილიონობით დოლარს უგზავნის უცხოეთში მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაციებს მაშინ, როდესაც საკუთარი მოქალაქეები სიდუხჭირეში ჰყავს. ბატონი ლივის თქმით, ირანის ლიდერთა პოლიტიკა ხელს უწყობს ხალხის დაბეჩავებას და ირანის ეკონომიკის განადგურებას.

საერთაშორისო საზოგადოებრიობასთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს იზოლაციის დასრულებას და ირანის მოქალაქეები ამის ნაყოფს იგემებენ. საერთაშორისო საზოგადოებრიობა მრავალ, მათ შორის ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებით გამოყენების სფეროშI გაუწევს დახმარებას თეირანს.

XS
SM
MD
LG