ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბირმის სამხედრო ხუნტა აგრძელებს ანტი-სამთავრობო დემონსტრანტების დაკავებას.


იქ ბოლოს სტუდენტების ყოფილი ლიდერი ტაი ჩვაი დააკავეს. იგი ჯგუფ “88 თაობის” ერთერთი ლიდერი იყო. ამ ჯგუფმა 2007 წლის აგვისტოში საპროტესტო აქცია დაიწყო. აქციის მიზანი იყო პროტესტი ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდის წინააღმდეგ, რაც დიდ დემონსტრაციაში გადაიზარდა. სექტემბერში მთავრობამ ცეცხლი გაუხსნა დემონსტრანტებს, დაიღუპნენ მონაწილეები, დააკავეს ათასობით ადამიანი. ადამიანის უფლებების დაცვის ინფორმაციით, ბირმის მთავრობამ ცოტა ხნის წინ ოპოზიციის სხვა ლიდერებიც დააკავეს. მათ შორის იყვნენ თითინ აი და “88 თაობის” ჯგუფის ორი წარმომადგენელი. აუნ ზო ემიგრანტთა გაზეთის რედაქტორია. მისი განცხადებით მთავრობის ზეწოლა საკმაოდ სისტემატურია საზოგადოებაზე, რაც შიშის განწყობას ქმნის ხალხში. მას შემდეგ რაც მთავრობა ბერებს გაუსწორდა, ახლა ის ჩვეულებრივ მოქალაქეებს ებრძვის. გაეროს ელჩი იბრაჰიმ გამბარი ახლა სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში იმყოფება, რათა ბირმის მთავრობა დაარწმუნოს-შეწყვიტოს ძალადობა და ოპოზიციასთან დიალოგი დაიწყოს. უოლ სტრიტ ჯორნალში გამოქვეყნებულ სტატიაში აშშ პირველმა ლედიმ ლორა ბუშმა ბირმის ხელისუფლებას მოუწოდა შეწყვიტოს ტერორის კამპანია და დიალოგი დაიწყოს აუნგ სან სუ-ჯისთან და ოპოზიციის სხვა წევრებთან, ისევე როგორ ბერებთან და “88 თაობის” ჯგუფის ლიდერებთან. ლორა ბუშის განცხადებით, დღეს დადგა დრო ბირმის თავისუფლებისა.
XS
SM
MD
LG