ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯორჯ ბუში: ბირთვული ირანი მესამე მსოფლიო ომის საშიშროებას ქმნის


პრეზიდენტი ბუში ამბობს, რომ მას თეირანის შეხვედრის დროს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ირანის პრეზიდენტთან მაჰმუდ აჰმადინეჟადთან ერთად მომღიმარი ფოტოების ნახვა სულაც არ აღელვებს. მაგრამ ამბობს პრეზიდენტი, ბირთვული იარაღის მქონე ირანი მესამე მსოფლიო ომის დაწყების საშიშროებას წარმოქმნის: „მე განვუცხადე ხალხს, რომ თუ მესამე მსოფლიო ომის თავიდან აცილება გვსურს, ჩვენ იმაში უნდა ვიყოთ დაინტერესებულები, რომ ირანმა ბირთვული იარაღის შექმნა ვერ შეძლოს”. სთქვა პრეზიდენტმა. პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ბატონმა ბუშმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იგი და ვლადიმირ პუტინი მრავალ საკითხთან დაკავშირებით ვერ თანხმდებიან. მაგრამ რუსეთისა და ამერიკის მთავრობები მაინც საკმაოდ მჭიდროდ ურთიერთობენ. ბოლო დროს, ვაშინგტონი მოსკოვის საგარეო პოლიტიკაზე გავლენას თითქმის ვეღარ ახდენს. თანაც ამერიკელთათვის პრეზიდენტ პუტინის მომავალი პოლიტიკური ამბიციებიც გაურკვევლად რჩება. ბატონმა პუტინმა სულ ცოტა ხნის წინ საკმაოდ მოულოდნელი განცხადება გააკეთა. მან განაცხადა, რომ მომავალ წელს, მისი პრეზიდენტობის ვადის გასვლის შემდეგ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავება შეიძლება გადაწყვიტოს: „მე მადლიერად მივიღე გაერთიანბებული რუსეთის პარტიის კანდიდატთა სიის ლიდერობის შეთავაზება”. განაცხადა პუტინმა. რუსეთის პოლიტიკის ზოგი ექსპერტი თვლის, რომ ბატონი პუტინის ეს ბოლო მანევრი კარგად ააშკარავეს იმას, რომ შეერთებული შტატების მცდელობა, რუსეთი დასავლეთისკენ მოიზიდოს უშედეგოა: „პუტინის განცხადება, რაღაც შემთხვევაში იმ პროცესის კულმინაციად შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც ბოლო შვიდი წლის განმავლობაში მიმდინარეობს. ანუ ნაბიჯ-ნაბიჯ მთელი ძალაუფლების ერთი ადამიანის ხელში მოქცევა და ეს წარმოადგენს დასასრულს რუსეთში დემოკრატიის დამყარების პროცესისა”. ამბობს ვაშინგტონში მდებარე სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევის ცენტრის ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის დირექტორი სარა მენდელსონი.
XS
SM
MD
LG