ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართული წიგნი ფრანკფურტში

გასულ გაზაფხულზე ქართული თანამედროვე კულტურის სივრცეში, ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიხარულო სიახლე, ქართული პავილიონი იყო ვენეციის “ბიენალეზე”. თანამედროვე ხელოვნების ნებისმიერი გულშემატკივარი აღიარებს, რომ დღევანდელ დღეს ყველაზე დიდი პრობლემა თანამედროვე ხელოვნების საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანა და პრეზენტირებაა. მაშინ, როდესაც კულტურის სამინისტროს ეგიდით სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში ქართული კულტურის დღეები იმართება, საქართველო საკუთარ თავს უმეტეს წილად ძველი, საუკუნეების წინანდელი ტრადიციული ხელოვნების ნიმუშებით წარადგენს. საერთო ჯამში პრობლემატური აქ არაფერია, მხოლოდ ერთია, თუკი ჩვენ დღეს გვსურს მსოფლიოს საკუთარი თავი წარვუდგინოთ, ბუნებრივია უმჯობესია ჩვენი თანამედროვე სახე შევთავაზოთ და არა მხოლოდ საუკუნეების წინანდელი. მხოლოდ წარსულით ვერ მოვახერხებთ ჩვენი ქვეყნის კულტურის შესახებ ადექვატური შთაბეჭდილების შექმნას. ერთი სიტყვით გასული გაზაფხული, ვენეციაში ერთერთი პირველი მცდელობა იყო, როდესაც საქართველომ სცადა საკუთარი თავი დღევანდელი სახით დაეფიქსირებინა. საბედნიეროდ ვენეციის ბიენალეს, მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი მოვლენა მოჰყვა. რამდენიმე ხნის წინ გერმანიაში, ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე საქართველო მისი მონაწილეობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სახით წარსდგა. 172 კვადრატული მეტრიდან, საქართველო წელს სულ რაღაც 40 კვადრატულ მეტრს ფლობდა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, მაგრამ ეს პირველი და ყველაზე დიდი შესაძლებლობა იყო. წიგნის ბაზრობაზე ქართულენოვანი წიგნების გარდა, სხვადასხვა ენებზე ნათარგმნი ლიტერატურა უნდა იყოს. 2008 წლიდან კულტურის სამინისტრო, პროგრამა “ივანე მაჩაბელის” მიხედვით, წიგნების თარგმანზე 100 ათას ლარს დახარჯავს. კულტურის მინისტრის მოადგილეს, ნიკა ვაჩეიშვილს სჯერა, რომ მომავალში საერთაშორისო მკითხველის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ნიკა ვაჩეიშვილიეს დახმარება არის გადამწყვეტი, შედეგის მიღებისას. ანუ ჩვენი ქართული ლიტერატურა ამ დამხარებით იქნება გეგმაზომიერად გახმაურებული და გავრცელებული მთელ მსოფლიოში.

წიგნის ბაზრობაზე ყველაზე დიდი მოცულობით ბუნებრივია ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გამომცემლობა წარსდგა. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” დირექტორი თინა მამულაშვილი.

თინა მამულაშვილიჩვენთვის მთავარია არ არის რაოდენობა, ჩვენთვის მთავარი არის ხარისხი. ჩვენ მივაღწიეთ მთავარ მიზანს, საქართველო დაფიქსირდა ფრანქფურტის წიგნის ბაზრობაზე.

წლევანდელ ბაზრობაზე 10 ქართველ გამომცემელს შორის, მხოლოდ ერთი მწერალი ესწრებოდა. აკა მორჩილაძე საკუთარ წიგნს წარმოადგენდა, “სანტა ესპერანსა”, რომელიც გერმანულ ენაზე ნათარგმნია. ის ერთადერთია ვინც დასავლეთში თარგმნეს და ამის ინიციატორებიც თავად გერმანული მხარე იყო და არა ქართული.

წიგნი დასავლეთში უკვე დიდი ხანია გამომცემლებისათვის კარგი შემოსავლის წყაროდ არის აღიარებული, ამიტომაც გამომცემელთა რაოდენობა შთამბეჭდავად დიდია. თუკი საქართველოში მომრავლებული წიგნის გამომცელობების მიხედვით ვიმსჯელებთ, წიგნის გამოცემა და გაყიდვა აღარ უნდა იყოს, მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ქართველი მომხმარებელი ყოველთვის უჩივის წიგნის ფასს. თუმცა, გამომცემლობა “ინტელექტის” დირექტორი კახა კუდავა აღნიშნავს.

კახა კუდავაძვირი კი არა, ყველაზე იაფია საქართველოში წიგნი. რასთან შედარებით არის ძვირი ფეხბურთის ბილეთთან, ერთ ბოთლ შამპანურთან თუ ტანსაცმელთან შედარებით არის ძვირი. მე ნამდვილად ვერ ვიტყოდი, რომ წიგნი ჩვენთან ძვირი სიამოვნებაა.

რასაკვირველია, წიგნის ფასი საქართველოში სხვა ნებისმიერი საგნების ადექვატურია, მაგრამ ქართველ მყიდველს ყველაზე მეტი ჭოჭმანი ფულის დახარჯვის ჟამს, სწორედ წიგნის ყიდვისას უწევს, მაგრამ იმედი ვიქონიოთ რომ მომავალში დასავლეთში ნათარგმნი და გაყიდული ქართული წიგნები, ყველა ქართველი მკითხველისათვის მაგალითის მიმცემი იქნება.

XS
SM
MD
LG