ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამოქვეყნდა ბენაზირ ბჰუტოს წინააღმდეგ ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი კამიკაძის ფოტოსურათი


პაკისტანის პოლიციამ ბენაზირ ბჰუტოს წინააღმდეგ ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი კამიკაძის ფოტოსურათი გამოაქვეყნა. პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სამშობლოში დაბრუნების დროს მომხდარი ტერაქტისას სულ ცოტა 139 ადამიანი დაიღუპა.

პაკისტანის მედიაში მკაცრი სახის უცნობი მამაკაცის სურათი გამოქვეყნდა, რომელიც შესაძლოა ამ ტერაქტების შემსრულებელი იყოს. მიმდინარეობს გამოძიება.

ამასობაში ბენაზირ ბჰუტოს მხარდამჭერებმა ყარაჩის ქუჩებში არეულობა მოაწყვეს ავტომნქანებს ქვები დაუშინეს და საბურავები დაწვეს.

ბენაზირ ბჰუტოს განცხადებით მან წინასწარ იცოდა რომ ყარაჩიში დაბრუნების დროს მის წინააღმდეგ ტერაქტების მოწყობას აპირებდნენ, მაგრამ უარი თქვა საკუთარი გეგმების შეცვლაზე. მისი თქმით ერთ-ერთი უცხო ქვეყნის მთავრობამ მას შეატყობინა, რომ მის წინააღმდეგ დაქირავებული მკვლელების 4 ჯგუფი მოქმედებდა ალ-ყაიდას და თალიბანის ტერორისტების ჩათვლით.

XS
SM
MD
LG