ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირის ლიდერებმა ლისაბონში შეთანხმებას მიაღწიეს


ევროკავშირის ლიდერებმა ლისაბონში შეთანხმებას მიაღწიეს ამ ორგანიზაციის ახალი კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით. კონსტიტუციის ძველი ვარიანტი 2005 წელს უარყვეს საფრანგეთის და ჰოლანდიის ამომრჩევლებმა.

ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარის პორტუგალიის პრემიერ-მინისტრის ჟოზე სოკრატესის განცხადებით, ევროპა იმდენად ძლიერია, რომ ადვილად დაძლევს ამ კრიზის.

ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერთა შეხვედრაზე იტალია ევროპარლამენტში რეფორმების წინააღმდეგ გამოვიდა, რადგან ის ამ ორგანიზაციაში 6 ადგილს კარგავდა.

პოლონეთის პრეზიდენტმა ლეჰ კასზინსკიმ თავისი გაიტანა და ამიერიდან პატარა ქვეყნებს უფლება ექნებათ ვეტო დაადონ ევროკავშირის გადაყვეტილებებს.

XS
SM
MD
LG