ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში დაბრუნებულ ბენაზირ ბჰუტოს აეროპორტში უამრავი გულშემატკივარი დახვდა


პაკისტანში დაბრუნებულ ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბენაზირ ბჰუტოს, ქალაქ ყარაჩის აეროპორტში უამრავი გულშემატკივარი დახვდა. ქალბატონი ბჰუტო რვა წლის განმავლობაში იმყოფებოდა თვითგანძევებაში.

ცრემლმორეულმა ყოფილმა პრემიერმა გამოთქვა იმის იმედი, რომ იგი პაკისტანელთა მოლოდინს არ გააწბილებს.

ქალაქის ქუჩებში დროშების, პლაკატებისა და თავად ბჰუტოს პორტრეტებით ხელში, ასი ათასობით ადამიანი შეეგება ქალბატონ ბჰუტოს ავტოკოლონას.

ყოფილი პრემიერი პაკისტანის შემქმნელის მოჰამად ალი ჯინას საფლავთან წარმოთქვავს სიტყვას.

ყარაჩის ქუჩებს ათ ათასზე მეტი პოლიციელი და სპეცდანიშნულების რაზმელი აკონტროლებს. ისლამისტი ექსტრემისტები ბენაზირ ბჰუტოს დაბრუნებასთან დაკავშირებით ტერაქტების მოწყობით იმუქრებიან.

XS
SM
MD
LG