ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებულმა შტატებმა დალაი ლამას საკონგრესო მედალი გადასცა


ჩინეთმა განაცხადა, რომ დალაი ლამასთვის შეერთებული შტატების საკონგრესო მედლის გადაცემის ფაქტი ამერიკასა და ჩინეთს შორის ურთიერთობაზე ძალზე ნეგატიურად იმოქმედებს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ლიუ ჯიანჩაომ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ ამ დაჯილდოების შედეგად გამოწვეული „ძლიერი დარტყმის” გასაქარწყლებლად.

სამინისტრომ აგრეთვე პეკინში შეერთებული შტატების ელჩი დაიბარა და ფაქტთან დაკავშირებით კატეგორიული პროპესტი განუცხადა.

გუშინ ვაშინგტონში პრეზიდენტმა ბუშმა საკუთარი ხელით გადასცა შეერთებული შტატების უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო სამოცდათორმეტი წლის დალაი ლამას და ჩინეთის ლიდერებს მასთან მოლაპარაკებების გამართვისკენ მოუწოდა.

ჩინეთი აცხადებს, რომ დალაი ლამა ტიბეტის დამოუკიდებლობისთვის იღწვის. პასუხად დალაი ლამა ამბობს, რომ მას ტიბეტი ჩინეთის შემადგენლობაში მყოფ ფართო ავტონომიის მქონე მხარედ ესახება.

XS
SM
MD
LG