ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ბუში აცხადებს, რომ ბირთვული იარაღის მქონე ირანი მესამე მსოფლიო ომის დაწყების საშიშროებას წარმოქმნის


მრავალი რუსი ადამიანის უფლებების დამცველი აქტივისტი ამტკიცებს, რომ რუსეთში დემოკრატიის განვითარებაზე შეერთებული შტატების გავლენის დაკარგვა, ერაყის ომისა და სხვა საკითხების გამო მოხდა:

„სადღეისოდ, ყოველ შემთხვევაში რუსი ხალხის გაგებით, ამერიკა იზოლირებულად არ უნდა მოქმედებდეს, ვინაიდან რუსეთის ხელისუფლება საკმაოდ ეფექტურად იყენებს იმას, რაც ბოლო წლებში შეერთებულ შტატებში ხდება ამერიკიდან მომდინარე კრიტიკის მთლიანად გასაქარწყლებლად”. ამბობს მოსკოვში მდებარე ადამიანის უფლებების დამცველი ჯგუფის „დემოს ცენტრის” ხელმძღვანელი ტატიანა ლოკშინა.

ქალბატონი ლოკშინა იმ აქტივისტთა შორის იყო ვინც მოსკოვში ამასწინად ვიზიტად მყოფ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისსს შეხვდა. სახელმწიფო მდივანმა აქტივისტები გაამხნევა და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების დაცვისკენ მოუწოდა, თუმცა მდივანმა თავი შეიკავა რუსეთის პრეზიდენტის პირდაპირი კრიტიკისაგან.

მრავალი ექსპერტი თვლის, რომ პუტინის პრეზიდენტობის პერიოდში რუსეთი ბევრად უკეთესად იცავს საკუთარ უფებებს საერთაშორისო არენაზე:

„ამის შემადგენელ ნაწილს ისიც წარმოადგენს, რომ როგორც ჩვენ ვხედავთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთი ბევრად უფრო თვითდაჯერებულად მოქმედებს და რუსეთის ხედვის ახალი იდეის დამკვიდრებას ცდილობს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთის ისტორია დასავლეთ ევროპისა და შეერთებული შტატების ისტორიისგან საკმაოდ განსხვავდება”. ამბობს ვაშინგტონის კარნეგის ცენტრის საერთაშორისო მშვიდობის ინიციატივის ექსპერტი მართა ბრილი.

ერთ-ერთ ბოლო პრეს-კონფერენციაზე პრეზიდენტმა ბუშმა აღიარა, რომ მას რუსეთის პრეზიდენტზე გავლენა თითქმის არ აქვს.

XS
SM
MD
LG