ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიცია არ მიიღო


საქართველოს შსს ცნობით ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში სოფელ შამგონასთან ადგილი ჰქონდა შეიარარებულ შეტაკებას. შეტაკებისას დაირუპა აფხაზეთის ე.წ. საბაჟოს 3 თანამშრომელი, ასევე ერთ-ერთი კრიმინალური დაჯგუფების „რუხი მგლების“ ავტორიტეტი მანუჩარ არშბა. ქართული მხრიდან დაიჭრა სამართალდამცავი ბახვა ჩიქობავა. ქართული მხარის ცნობით სროლა მოჰყვა სპეცოპერაციას, რომლის მიზანი იყო ლექსო ცაგურიას დაკავება; ცაგურია გატაცებული მანქანის აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაყვანას ცდილიბდა. შს მინისტრმა ვ. მერაბიშვილმა ზუგდიდის საავადმყოფოში დაჭრილი ქართველი ოფიცერი მოინახულა.

პოლიტიკური კლიმატი საქართველოში ასეთია : ქართულმა გაერთიანებულმა ოპოზიციამ მიიღო მანიფესტი, რომლის მიხედვით საქართველოში უზრუნველყოფილი უნდა იყოს დემოკრატიული არჩევნები, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, დამოუკიდებელი სასამართლო, პოლიტიკური ძალადობის შეწყვეტა, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა, ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა, ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულების აღსრულება და სხვა. შეგვიძლია მოვისმინოთ ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის გოგა ხაინდრავას კომენტარი, რომელიც ამბობს, რომ მანიფესტით ოპოზიციას სურს პრეზიდენტს 3 წლის წინანდელი დანაპირები გაახსენოს...

აღნიშნული მანიფესტის გადაცემას საქართველოს პრეზიდენტისთვის ოპოზიცია თავად შეეცადა, ლ.გაჩეჩილაძის თქმით ისინი მზად არიან დიალოგისთვის მ.სააკაშვილთან და იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტის სიტყვა ოპოზიციასთან თანამშრომლობის შესახებ ტყუილი არ აღმოჩნდება და იგი მათ აუცილებლად შეხვდება. გუშინ სახელმწიფო კანცელარიაში მისული ოპოზიციის 5 წარმომადგენელი ლ.გაჩეჩილაძე. კ. გუნცაძე, კ.გამსახურდია, თ.ხიდაშელი და კ.დავითაშვილი კანცელარიაში არ შეუშვეს, მ.სააკაშვილმა ოპოზიცია არ მიიღო. კომენტარისთვის პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს, მმართველი პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ნოდარ გრიგალაშვილს მივმართე, რომელიც ამბობს, რომ გაუფრთხილებლად პრეზიდენტთან მისვლა და შემდეგ გაკვირვება, რომ მან ოპოზიცია არ მიიღო - სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.

XS
SM
MD
LG