ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფხაზეთიდან დევნილთა ქონება  ხელშეუხებელია !


როგორც ცნობილია, გაეროს უშიშროების საბჭომ აფხაზეთზე რეზოლუცია მიიღო. გაეროს მიერ აფხაზეთის შესახებ მიღებულ რეზოლუციაში პირველად ჩაიწერა გარანტიები აფხაზეთიდან დევნილთა საცხოვრებელ სახლებში დაბრუნებისა და მათი ქონებრივი უფლებების ხელშეუხებლობის შესახებ! მიღებულ დოკუმენტში გაერო აფხაზურ მხარეს დიალოგის გაგრძელებისკენ და მის მიერ აღებულ ვალდებულებების დაცვისკენ მოუწოდებს.

საქართველოს კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, დ.ბაქრაძის განცხადებით გუშინდელი რეზოლუცია არის გაეროს პირველი რეაგირება იმ ვითარებაზე, რომელიც ბოლო პერიოდში აფხაზეთში დევნილთა დარჩენილ ქონებასთან შეიქმნა. გაეროს რეზოლუციაში აღნიშნულიამ რომ „ დევნილთა ქონების ხელყოფა დაუშვებელია, რადგან მათაც აქვთ უფლებები, რომელიც არ უნდა ილახებოდეს მხოლოდ იმის გამო, რომ მათ საკუთარი სახლების დატოვება აიძულეს“.

გაეროს რეზოლუცია დადებითად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ეს არის პირველი სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი აფხაზეთთან მიმართებაში. გაეროს მომდევნო ნაბიჯი აფხაზეთში ეთნიკური წმენდის აღიარება უნდა გახდეს - აცხადებს მ.სააკაშვილი.

გაეროს რეზოლუცია ნიშნავს იმას, რომ ყველა გადამთიელი, რომელიც შემოყოფს ცხვირს სოჭიდან ან კრასნოდარიდან, ან კიდევ საიდანღაც და ამ გადამთიელებში შედის ბევრი თანამდებობის პირი, მაგალითად კრასნოდარის გუბერნატორი და იყიდის აფხაზეთში ქონებას, არღვევს არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას, არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც არის უმაღლესი საერთაშორისო აქტი და შესაბამისად, საქართველოს აქვს უფლება იმოქმედოს დარღვევის აღსაკვეთად საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად მშვიდობიანი მანდატის ფარგლებში - ასეთი განცხადება გააკეთა მ.სააკაშვილმა გაეროს რეზოლუციაზე .

რუსეთსა და საქართველოს შორის სრულიად უმნიშვნელო მიზეზის გამო კვლავ გაუგებრობა მოხდა. გაეროს მიერ რუსეთის მშვიდობისმყოფელთათვის მანდატის ფორმალური გაგრძელება ორივე მხარემ მეტოქის დამარცხებად შეაფასა. რეზოლუცია, რომლის თანაავტორი იყო რუსეთიც, ერთხმად იქნა მიღებული. რუსეთის დიპლომატებთან ერთად დოკუმენტზე მუშაობდნენ მათი კოლეგები საფრანგეთიდან გერმანიიდან, სლოვაკიიდა, ინგლისიდა, აშშ-დან. გუშინდელი სხდომის მთავარი შედეგი გახდა რუსეთის სამშვიდობოებისთვის მანდატის მომავალი წლის 15 აპრილამდე გაგრძელება : გაერომ უარით უპასუხა საქართველოს მოთხოვნაზე რუსეთის სამშვიდობოების ჩანაცვლებაზე საერთაშორისო სამშვიდობოებით - ასე აშუქებენ რუსეთის საინფორმაციო საშუალებები გაეროს სხდომას და აღნიშნავენ, რომ ქართულმა მხარემ რეზოლუციის შინაარსი არასწორად გაიგო. ამ განცხადებაზე შეგვიძლია მოვისმინოთ თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ბათუ კუთელიას კომენტარი, რომელიც ამბობს, რომ თბილისმა ყველაფერი წსორად გაიგო განსხვავებით რუსეთიდან.

XS
SM
MD
LG