ჯვრის მონასტრის 1400 და ილია მეორეს აღსაყდრების 30-წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით თბილისს მესამე დღეა სტუმრობს მსოფლიოს პატრიარქი ბარფელომეოს I და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს 8-კაციანი დელეგაცია. დღეს ბართლომეოს I და სასულიერო პირები სიღნაღს ესტუმრნენ, სიღნაღის დათვალიერების შემდეგ სტუმრები ბოდბეში ჩავიდნენ, სადაც წმინდა ნინოს საფლავზე ილოცეს. გუშინ კი სვეტიცხოვლობისას, 14 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ და ყოვლად უწმინდესმა მსოფლიო პატრიარქმა მცხეთაში სვეტიცხოვლის ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინეს, რომელსაც ათასობით მრევლი დაესწრო, საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე ოჯახებით, ხელისუფლების სხვა წევრები..
გარდა იმისა, რომ უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეს აღსაყდრებიდან 30 წელს აღნიშნავს საქართველო და ჯვრის მონასტრის 1400 წლისთავს, ხომ არ არის განპირობებული ესოდენ მაღალი სასულიერო პირების სტუმრობა თბილისში იმით, რომ საქართველოში მკვეთრად გართულდა პოლიტიკური ვითარება ? - ამ კითხვით სასულიერო აკადემიის პრორექტორს, მ.გიორგი ზვიადაძეს მივმართე, რომელიც ამბობს, რომ მათი სტუმრობა ამ მიზეზით არ არის განპირობებული, აღნიშნა, რომ მთელი მაღტლმადიდებლური სამყარო უდიდეს პატივს სცემს და ძალიან აფასებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს.