ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლის წარმომადგენელი თურქეთის მაღალჩინოსნებს უნდა შეხვდეს


ბუშის ადმინისტრაცია თურქეთს მოუწოდებს თავი შეიკავოს სამხედრო ოპერაციისაგან ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ ერაყში. ვაშინგტონი შიშობს რომ ამ საბრძოლო ოპერაციას შეიძლება ერაყში ომის ესკალაცია მოჰყვეს თან. თეთრმა სახლმა ანკარას სასწრაფოდ მისი რწმუნებული მიავლინა, რომელიც თურქეთის მაღალჩინოსნებს უნდა შეხვდეს. მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი რომ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა არასავალდებულო რეზოლუცია სომხების გენოციდის შესახებ. თურქეთის მთავრობა ამტკიცებს რომ გენოციდს სინამდვლეში ადგილი არ ჰქონდა და რომ სომხები პირველი მსოფლიო ომის მსველელობისას დაიღუპნენ. შეაგხსენებთ რომ თურქთის ელჩი შეერთებულ შტატებში რეზოლუციის მიღების შემდეგ ანკარაში კონსულტაციებისთვის გაიწვიეს. პრეზიდენტმა ბუშმა თავისი უარყოფითი დამოკიდენულება გამაოხატა რეზოლუციისადმი. მან კერძოდ თქვა:

ეს რეზოლუცია არ წარმოადგენს მართებულ რეაქციას ამ ამაზრზენ სისხლისღვრაზე.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმაც დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და ხაზგასმით აღნიშნა რომ ოფიციალურმა ანკარამ ამ რეზოლუციაზე რეაქციის სახით შეიძლება უარი უთხრას ამერიკას იმ ობიექტების გამოყენებაზე, რომლებიც საკვანძო მნიშვნელობის მქონეა ერაყში დისლოცირებული ამერიკული სამხედრო კონტინგენტისათვის. წარმნომადგენელთა პალატის თავჯდომარემ ნენსი პელოსიმ განაცხადა რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი მოვალეა ხმა აღმიმაღლოს გენოციდის წინააღმდეგ და ნიშვნელობა არ ააქვს იმას თუ როდის ან სად აქვს ადგილი ამ გენოციდს. მან კერძოდ თქვა:

წარმომადგენელთა პალატამ მიიღო არასავალდებულო რეზოლუცია. ამ საკითხში პოზიციის მსგავსი დაფიქსირება 23-მა სახელმწიფომ მოახდინა. ამ შემთხვევაში ჩვენ რიგით ოცდამეოთხენი ვიქნებით. გენოციდი დღესაც მძვინვარებს, მას ადგილი ჰქონდა რუანდაში და ახლაც გრძელდება დარფურში.

ქალბატონმა პელოსიმ ეს განცხადება გააკეთა ეიბისისადმი მიცემულ ინტერვიუში. აღსანიშნავია რომ რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯონ ბენერი კატეგორიულად აცხადებს რომ ის რაც 90 წლის წინ მოხდა ისტორიკოსებმა და არა ვაშინგტონელმა პოლიტიკოსებმა უნდა არკვიოს. მან კერძოდ თქვა:

ჩემის აზრით ამ კანონპროექტის კონგრესის სრული შემადგენლობის მიერ განხილვა ალბათ ყველაზე უპასუხისმგებლო რამ იქნება რაც კი კონგრესის აწმყო შემადგენლობას გაუკეთებია მიმდინარე წელს.

XS
SM
MD
LG