ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებულ შტატებში კერძო დეტექტივების 15 პროცენტი ქალია.


მეოცე საუკუნის სამოცდაათიან წლებში თითზე ჩამოსათვლლელი იყო ქალი კერძო დეტექტივები. საგამომძიებლო სააგენტოები არ იყვანდნენ ქალებს სამუშაოზე რადგანაც თვლიდნენ რომ ამ ტიპის სამუშაო ქალისთვის შეუფერებელი იყო. დღეს შეერთებულ შტატებში 60 000 კერძო დეტექტივია, აქედან 15 პროცენტი ქალია.

შეერთებულ შტატებში სამძებრო-საგამომძიებლო პრაქტიკაში სწრაფი ტემპით იზრდება ქალი კერძო დეტექტივების რაოდენობა. ექპერტები მიიჩნევენ რომ მომავალში საგამომძიებლო ორგანოებში ქალი გავლენიანი ძალა იქნება. ამათუიმ ტიპის საგამომძიებლო საქმეებში აშკარად შეიმჩნევა ქალი დეტექტივების განსაკუთრებული ნიჭი და წარმატება. მაგალითად ქალს სამეთვალყურეო და თვალთვალის სისტემებში, განსაკუთრებული ყურადღების ობიექტის დაკითხვისა და სატელეფონო საუბრების გაშიფვრის ნიჭი გააჩნია. სწორედ ამის გამო საგამომძიებლო სააგენტოები აქტიურად იყვანენ სამსახურებში ქალებს.

საზოგადეობა ქალს ფაქიზ და სანდო არსებად აღიქვამს და მამაკაცისაგან განსხვავებით ქალს უფრო ენდობა, მათთან სიფრთხილეს ნაკლებად იჩენს. ექპერტები თვლიან რომ კერძო დეტექტივის უმთავრესი მიზანია დაიმსახუროს ადამიანთა ნდობა, ქალი ამ ნიჭს ფლობს, ქალის ბუნებიდან გამომდინარე ქალი დეტალებზე ორიენტირებული და ცნობისმოყვარეა, ამიტომ ქალს გაცილებით უფრო უადვილდება ამათუიმ ინფორმაციის მოპოვება.

მუსიკა

ქალბატონი ჯოან ბიჩი თავდებით გათავისუფლებულთა მეთვალყურეობის სისტემაში მუშაობდა. დღეს იგი კერძო საგამომძიებლო ფირმას ფლობს. მიუხედავად მისი სქესისა ქალბატონი ბიჩი ამბობს რომ არაფრად არ ჩამოუვარდება მამაკაც დეტექტივებს:

მამაკაც დეტექტივებს აღიქვამდნენ როგორც ინიციატორებს, უშიშრებსა და აგრესიულებს. თუმცა მეც შემიძლია რისკზე წასვლა, მე გამოძიებას როგორც თავსატეხ ამოცანას, კროსვორდის ამოხსნას ისე აღვიქვამ. მომეცით საშუალება რომ გამოვიძიო.ცდ

ქალბატონი მიშელ პლატი რომელიც ასევე კერძო დეტექტივია ამბობს რომ გამოძიება მისი სტიქიაა:

მე შინაგანად ამ საქმისთვის ვარ მოწოდებული რადგანაც ჩემში ყოველთვის ინტრესს იწვევდა საიდუმლოებით მოცული მოვლენები და მე ყოველთვის სწრაფად ვშიფრავდი მოვლენებს.ცდ

მიშელი თვალთვალის სისტემის კურსებს სთავაზობს დაინტერესებულ პირებს. ამ კურსებს ბევრი ყოფილი დაზვერვის თანამშრომელი ესწრება:

ისინი თავს დროზე საზღვარგარეთ და ცივი ომის დროს მუშაობდნენ როგორც დაზვერვის თანამშრომლები. საგულისხმოა მათი გამოცდილება თუ რა ემუქრება ჩვენს ქვეყანას 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ.ცდ

ქალბატონი მიშელი ქალ დეტექტივებს ურჩევს რომ მხნეობა და გამბედაობა წარმატების საწინდარია.

უნდა გქონდეს გამბედაობა და უნდა წახვიდე რისკზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოიპოვებ ინფორმაციას, და ვერ ჩაიგდებ ხელში სათვალთვალო ობიექტს.

კარგი დეტექტივი მოვლენას, სიტუაციას ან პიროვნებას არა პირადი ემოციებიდან და ინტრესებიდან უდგება არამედ აღიქვმას მის რეალურ სახეს და სიღრმისეულად ახდენს მის ანალიზს . ქალი კი გამოირჩევა ამ თვისებით.

XS
SM
MD
LG