ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ფერმებში არსებულ მუშახელის ნაკლებობას, შეერთებული შტატების საიმიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრებას აბრალებენ


შეერთებული შტატების შვიდ უდიდეს ქალაქში მოწყობილ რეიდებში ათასობით არალეგალური იმიგრანტი დააკავეს. შინაგანი უშიშროების დეპარტამენტის თავკაცი მაიკლ ჩერტოფი ამბობს, რომ ეს ყველას ნათლად უჩვენებს იმას, რომ არალეგალურ იმიგრაციაზე თვალებს აღარავინ დახუჭავს:

„მრავალი წლის განმავლობაში არალეგალურ იმიგრაციას ჩვენ გულგრილად აღვიქვავდით. ჩემის აზრით, ქვეყნის მოსახლეობას უნდა უჩვენოთ, რომ სერიოზულად ვასრულებთ ახლანდელ კანონს” განაცხადა ბატონმა ჩერტოფმა.

როგორც სჩანს კანონის ხორცშესხმის მცდელობა საკმაოდ წარმატებულია და შესაძლებელია, რომ ზედმეტად წარმატებულიც კი. როგორც ფიქრობენ შეერთებული შტატების ფერმებში დასაქმებულთა ნახევარზე მეტი არალეგალური იმიგრანტები არიან. ვისკონსინის შტატის სოფლის მეურნეობის მდივანი როდ ნილსესტუენი ამბობს, რომ ამ იაფი მუშახელის გარეშე ფერმათა დიდი ნაწილის ფუნქციონირება შეუძლებელია:

„თუ თქვენ ვისკონსინის სოფლის მეურნეობას ლათინოამერიკელ მუშახელს ჩამოაშორებთ, ჩვენთან უდავოდ კრიზისი დაიწყება”. განაცხადა სოფლის მეურნეობის მდივანმა.

თუმცა არალეგალებზე მოხლოდ ფერმები როდია დამოკიდებული. ნიუ იორკის მერი მაიკლ ბლუმბერგი ამბობს, რომ ქალაქი მათ გარეშე დაიღუპვის პირამდე მივა. ასევე იზარალებს ისეთი პოპულარული ადგილები, როგორიც მაგალითად ლას ვეგასია:

„ლას ვეგასში ყველაფერი შეჩერდება. არალეგალები სასტუმროებს და კაზინოებს ალაგებენ და ასუფთავებენ. ისინი საჭმელს ამზადებენ და მიმტანებად მუშაობენ”. ამბობს ლას ვეგასის კულინართა პროფსაბჭოს ხელმძღვანელიდონალდ ტეილორი.

კალიფორნიაში მდებარე სან ხოაკინის ველი მუშახელის ოც პროცენტიან ნაკლებობას განიცდის. ამის შედეგად კი შესაძლებელია მოსავალის ვერ აკრეფილი:

„ეს საათის მექანიზმიან ნაღმს წააგავს, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება აფეთქდეს”. ამბობს კალიფორნიის ფერმერთა ბიუროს წარმომადგენელი ლოანა ჰალსტრომი.

ზოგმა შტატმა პრობლემის საკუთარი ძალებით მოგვარება გადაწყვიტა. მაგალითად ვაშინგტონის შტატში სატელევიზიო რეკლამის საშუალებით ცდილობენ მუშახელის მიზიდვას და მათ უკეთეს პირობებსა და ხელფასს პირდებიან:

„რეალობას ის წარმოადგენს, რომ ჩვენ გვყავს მუშახელი რომელსაც საქმის გაკეთება ძალუძს, მაგრამ მათ იმის შეგრძნება ესაჭიროებათ, რომ ისინი და მათი ოჯახები დაცულები არიან. ამის შემდეგ კი ისინი ფერმებში მუშაობას გააგრძელებენ”. ამბობს საკვების პროდუქტთა მწარმოებლების პროფსაბჭოს წარმომადგენელი არტურო როდრიგესი.

შეერთებული შტატების დასაქმების დეპარტამენტი აცხადებს, რომ დაგეგმილია ფერმებში დასაქმებულთა სავიზო პროგრამის ხელახალი განხილვა, რათა ამერიკაში უფრო მეტი ლეგალური მუშახელი ცამოვიდეს. მაგრამ ბევრი თვლის, რომ მთავრობის ეს აქცია წლევანდელი მოსავლის აღებიასათვის უკვე დაგვიანებულია.

XS
SM
MD
LG