ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში სიტყვის თავისუფლებას საფრთხე არ ემუქრება !


საქართველოში სიტყვის თავისუფლებას საფრთხე არ ემუქრება ! - აცხადებს ხელისუფლება საქართველოში ისევ შეიქმნა საშიშროება ხალხის 2 ბანაკად დაყოფის, ნაწილი მხარს უჭერს სახალხო მოძრაობას, რომელიც ამ დღეებში ოპოზიციურმა პარტიებმა დაარსეს და გაერთიანდნენ ამ მოძრაობაში, ნაწილი ნაციონალური მოძრაობის მომხრედ რჩება. საზოგადოება ისევ, როგორც ეს 90-ან წლებში იყო აქტიურად ებმება პოლიტიკურ ცხოვრებაში. ირ.ოქრუაშვილის შემდეგ მეორე აქტუალური თემა გახდა ბადრი პატარკაციშვილი, რომელიც ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის პოსტიდან გადააყენეს, ხოლო დღეს მან თავად თქვა უარი ბიზნესმენთა ფედერაციის თავმჯდომარეობაზე, რათა, მისივე თქმით, ბიზნესმენთა ფედერაციის წევრები ისეთივე დღეში არ ჩავარდნენ, როგორც ეს სპორტსმენებს მოუხდათ. თბილისში იმდენად აქტუალური გახდა კითხვა - დაიჭერენ თუ არა ირ.ოქრუაშვილის მსგავსად ბადრი პატარკაციშვილს, რომ დღეს ამ კითხვას მმართველი პარტიის ლიდერმა, გიგა ბოკერიამ უპასუხა და განაცხადა, რომ ტელეკომპანია იმედს და სიტყვის თავისუფლებას საქართველოში საფრთხე არ ემუქრება... დღეს გახდა ცნობილი, რომ ირ.ოქრუაშვილი , რომელმაც ბოლო 2 კვირის განმავლობაში თავისი განცხადებებით მხარდამჭერები მოიპოვა, პოლიტიკიდან წავიდა. ეს განცხადება მისმა თანაპარტიელებმა, მოძრაობა „ერთიანი საქართველოსთვის“ წევრებმა კოკა გუნცაძემ და გია თორთლაძემ გააკეთეს დღეს მისი მონახულების შემდეგ. ირაკლი ოქრუაშვილის შემცვლელის ვინაობა 15.11. დაგეგმილ მოძრაობის დამფუძნებელ ყრილობაზე გაირკვევა - განაცხადა კ.გუნცაძემ..... მოძრაობა „ერთიანი საქართველოსთვიოს“ წევრები არ გამორიცხავენ, რომ 15.11-სთვის დაგეგმილი ყრილობა შესაძლოა უფრო ადრეც ჩატარდეს.
XS
SM
MD
LG