ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო ამერიკას მოუწოდებს დაცვის კერძო თანამშრომლები დანაშაულის ჩადენის შემდეგ დაისაჯონ


აშშჰგაერო აშშ-ს მოუწოდებს ყველა ღონე იხმაროს რათა კერძო ამერიკელი კონტრაქტორები, რომლებიც ერაყში დანაშაულს ჩადიან მართლმსაჯულების წინაშე წარსდგნენ. გაეროს დახმარების მისია ერაყში ამ მოწოდებას აკეთებს თავის ახალ განცხადებაში ერაყში ადამიანის უფლებების სიტუაციის შესახებ. მისიის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აპრილიდან ივნისის თვემდე ერაყში ადგილი ჰქონდა რამდენიმე ფატალურ ინციდენტს, რომლებშიც უშიშროების კერძო ფირმები მონაწილეობდნენ. განცხადებაში აშშ-ს მოუწოდებენ ჩამოყალიბდეს მექანიზმები, რომელთა ძალით ეს კონტრაქტორები პირები ანგარიშვალდებულნი იქნებიან მათ მოქმედებაზე. ერაყის ხელისუფლება აღშფოთებას ვერ მალავს ბოლო დროს მომხდარი ორი ინციდენტის თაობაზე, რომლებშიც სწორედ უშიშროების კერძო ფირმები მონაწილეობდნენ. 17 ერაყელი სამოქალაქო პირი დაიღუპა როცა ბაღდადის ქუჩაში დაცვის კომპანიის ბლექუოთერ იუ ეს ეის წევრებმა ცეცხლი გახსნეს. ამ ფონზე, ორი ერაყელი ქალი დაიღუპა ავსტრალიელების კომპანიის დაცვის თანამშრომელთა მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად.
XS
SM
MD
LG