ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დორის ლესინგს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია გადაეცა


ბრიტანელი ავტორი დორის ლესინგი ლიტერატურის დარგში ნობელის წლევანდელი პრემიის ლაურეატი გახდა. შვედეთის სამეფო აკადემიამ ჯილდოს შესახებ დღეს სტოკჰოლმში გააკეთა განცხადება, პატივი მიაგო რა 87 წლის ბრიტანელი ქალბატონის შემოქმედებას. 1962 წელს დაწერილი რომანი “ოქროს რვეული”, აკადემიის განცახდებაში წარმატებულ ნაშრომად არის შეფასებული. ლესინგის სხვა ნაშრომები მოიცავს 1973 წელს შექმნილ “ზაფხული დაღამებამდე” და 1988 წლით დათარიღებული “მეხუთე ბავშვი” დორის ლესინგი ბრიტანელი მშობლების შთამომავალია, რომელიც ირანში დაიბადა. ბოლოს ბრიტანელმა ავტორმა ჰაროლდ პინტერმა ნობელის პრემია ლიტერატურაში 2005 წელს მოიპოვა.
XS
SM
MD
LG