ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უშიშროების საბჭო ბირმის საკითხზე რეზოლუციას მალე მიიღებს


გაეროს დიპლომატები აცხადებენ, რომ უშიშროების საბჭოს განცხადება, რომელიც ბირმის სამხედრო რეჟიმის მიერ დემოკრატიის აქტივისტების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას გმობს, თითქმის მზად არის და მას სავარაუდოდ საბჭო დღესვე დაამტკიცებს. უშიშროების საბჭოს ინდივიდუალურმა წევრებმა დოკუმენტის ასლი მათივე ქვეყნების ხელისუფლებასთან შეაჯერეს და ისინი სავარაუდოდ დღესვე, ნიუ იორკში შეხვდებიან ერთმანეთს ამ დოკუმენტის საბოლოო სახით მისაღებად. დიპლომატების განცხადებით, დოკუმენტის მოდიფიცირებული ასლი ბირმის მთავრობის რეპრესიებს არ გმობს, თუმცა პოლიტ პატიმრებისა და სხვა დაკავებულების განთავისუფლების მოწოდებით გამოდის.
XS
SM
MD
LG