ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოქრუაშვილი გაათავისუფლეს


სასამართლომ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი გირაოს გადახდის შემდეგ წინასწარი პატიმრობიდან გაანთავისუფლა.

ირაკლი ოქრუაშვილმა აღიარა თავისი დანაშაული დიდი ოდენობის თანხების გამოძალვასა და თავდაცვის მინისტრობის დროს სამსახურეობრივი გულგრილობის გამოჩენის თაობაზე, მან უკან წაიღო თავისი ბრალდებები პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ და 10 მილიონი ლარის გადახდის შემდეგ განთავისუფლდა.

გავრცელდა ინფორმაცია თითქოს ოქრუაშვილმა ოჯახთან ერთად დატოვა საქართველოს ტერიტორია, რომელიც მისმა ადვოკატმა ეკა ბესელიამ არ დაადასტურა.

ირაკლი ოქრუაშვილმა გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში აღიარა რომ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამება პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლად სჭირდებოდა, თუმცა ოპოზიცია მიიჩნევს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი გარკვეული ზეწოლის შემდეგ დათანხმდა ხელისუფლებასთან გარიგებაზე წასულიყო.

XS
SM
MD
LG