ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბადრი პატარკაციშვილი საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის პოსტიდან გადააყენეს


გასული კვირა საკმაოდ დაძაბული იყო პოლიტიკური თვალსაზრისით, მაგრამ არასაპარლამენტო. დღეს კი პარლამენტის სხდომა გაიმართა, თუმცა სხდომაზე არავინ არ შეხებია საკითხებს, რომლებიც დაწყებული 25.09-დან დღემდე ყველაზე აქტუალური იყო პოლიტიკურ წრეებშიც და ზოგადად დედაქალაქისთვის. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და ასევე ოლიმპიური კომიტეტის წევრი კახა გეწაძე დღეს ინიციატივით გამოვიდა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტისთვის, ბადრი პატარკაციშვილისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების შესახებ. - ის ჩართულია პოლიტიკაში, შესაბამის ყურადღებას არ აქცევს ოლიმპიურ კომიტეტს და სპორტის ფედერაციას ამიტომ მივცეთ მას თავისუფალი დრო, რომ უფრო მარტივად ჩაერთოს პოლიტიკურ საქმიანობაში, - განაცხადა კახა გეწაძემ.

ჩვენი მსმენელისთვის ცნობილია, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ირ-ოქრუაშვილის აღიარებითი ჩვენების შემდეგ ბიზნესმენი ,.პატარკაციშვილი სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების ორგანიზებაში დაადანაშაულა. საპარლამენტო უმრავლესობის აზრი გაიზიარა საქართველოს კულტურისა, სპორტის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გოკა გაბაშვილმა, მისი განცხადებით ბინძურ პოლიტიკურ პროცესებში ჩართული პირი ოლიმპიურ კომიტეტს არ უნდა ხელმძღვანელობდეს.

საპარლამენტო სხდომაზე, რომელსაც ოპოზიციიდან მხოლოდ ახალი მემარჯვენეები ესწრებოდნენ, დანარჩენი ოპოზიცია ირ-ოქრუაშვილთან დაკავშირებუ გუშინდელ მოვლენების გამო პარლამენტის სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრო, ბ.პატარკაციშვილის მხარდამჭერი პოზიცია ახლების სახელით ფიქრია ჩიხრაძემ გააჟღერა : ურჩია უმრავლესობას ნაკლებად ჩაერთოს სპორტულ საქმიანობაში. კითხვით, რითაა განპირობებული ახლების პოზიცია,ახლების ერთ- ერთ ლიდერს მანანა ნაჭყებიას მივმართე, რომელმაც თქვა რომ ახლები არასდროს ზნეობრივ პოზიციას არ უღალატებენ.

XS
SM
MD
LG