ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მეფე არის გარანტი ქვეყნის მთლიანობისა !


ქართული ოპოზიცია ღიად ლაპარაკობს ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე და ყოველდღე 2 ნოემბრის აქციისთვის ემზადება. სახალხო მოძრაობა ხალხს, მთელ საქართველოს მოუწოდებს 2.11. პარლამენტის შენობასტან შეკრებას. ვითარება სულ უფრო და უფრო იძაბება, რაც ალბათ კიდევ უფრო გაართულა ირაკლი ოქრუაშვილის დღევანდელმა აღიარებითმა ჩვენებამ.. ექს-თავდაცვის მინისტრი არაადეკვატურად გამოიყურებოდა და აღიარა, რომ მისი ყველა განცხადება პოლიტიკური დივიდენდების მოპოვების მიზნით გაკეთდა.

ი.ოქრუაშვილის აღიარებით ჩვენებამდე , რამაც საზოგადოება ნამდვილ შოკში ჩააგდო, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინადადება საქართველოში საკონსტიტუციო მონარქიის შემოღების შესახებ.

"მეფე არის გარანტი ქვეყნის მთლიანობისა ! მეფე მეფობს - მაგრამ არ მართავს ! მომავალი მემკვიდრე ბავშვობიდან უნდა აღიზარდოს სამეფო ტახტისთვის და ეს საკითხი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია ! "

ამბობს უწმინდესი და უნეტარესი ილია-II და, უნდა ითქვას, რომ პატრიარქის აღნიშნულ წინადადებას ძალიან დადებითად შეხვდა საზოგადოება. მაშინვე გადავწყვიტე ქ-ნ ია ბაგრატიონ-მუხრანელს შევხვედროდი. ქ-ნ იას ნიკო ბაგრატიონ-მუხრანელის სახელობის თავადაზნაურთა სკოლა-ლიცეუმში ვეწვიე, რომელიც მან რამდენიმე წლის წინ დააარსა და ხელმძღვანელობს. ია ბაგრატიონ-მუხრანელი სრულიად ეთანხმება პატრიარქის მოსაზრებას ტახტის მემკვიდრის შესახებ, ამბობს, რომ ბაგრატიონები სწორედ აფხაზეთიდან მოდიან და რომ კონსტიტუციური მონარქია არის გზა, რომელიც საქართველოს თავის ფარგლებში აღადგენს.

XS
SM
MD
LG