ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედია და მოვლენები


დღევანდელ საქართველოში მოვლენები ისე სწრაფად ვითარდება, რომ მოსახლეობა ერთი ფაქტის გაანალიზებას ვერ ასწრებს, რომ მას ახალი შოკის მომგვრელი ე.წ. ნიუსი ემატება. ასეთ დროს, ბუნებრივია, ამ პოლიტიკური კატაკლიზმების შესახებ მოსახლეობას პირველ რიგში სატელევიზიო მედია აუწყებს ხოლმე. მაგრამ დღეს უკვე გამოიკვეთა მოსახლეობის დამოკიდებულებაც, სწორედ ამ სატელევიზიო მედიის შესახებ, გამოკვეთილია ორი ფლანგი, რომელთაგან ერთ-ერთს ბრეჟნევის დროინდელი ტელევიზიაც კი უწოდეს და მეორე, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ხელისუფლების საწინააღმდეგო, ოპოზიციურ იერ სახეს ატარებს. ბუნებრივია, იქ სადაც სახელმწიფოს ფორმირების პროცესი მიმდინარეობს, იქ მედიაც ჩამოყალიბების პროცესშია. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველა მეტად თუ ნაკლებად ცივილიზებულ ქვეყანაში, ისევე როგორც არსებობს ხელისუფლება და მისი ოპოზიცია, ასევე არსებობს სახელისუფლო პოლიტიკის ინტერესების გამტარებელი მედია საშუალებები და მათი ოპონენტები. ჩვენი გადაცემის სტუმარია ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე, რომელიც ქართული მედიის დღევანდელობაზე საუბრობს და პარალელებს სხვა ქვეყნებთანაც ავლებს.

გიორგი მაისურაძეძირითადი განსხვავება ქართულ და დასავლურ მედიას შორის არის, ის რომ საქართველოში მედია არის ტრიბუნა, პოლიტიკური შეხედულებების დასაფიქსირებელი ტრიბუნა. მთავარი პრობლემა არის, ის რომ მთლიანად საქართველოში არ არსებობს ოპოზიცია, ეს არის სათავე. რადგან არ შეიძლება ოპოზიციის არსი მდგომარეობდეს მხოლოდ იმაში, რომ მათ არ უყვართ ხელისუფლება. აქ უნდა იყოს განსხავვებული იდეოლოგიების ქადაგება, მაგალითად, ხელისუფლება იყოს მემარჯვენე იდეოლოგიის და მისი ოპოზიციაც იყოს, ასევე მემარჯვენე იდეოლოგიის ეს სრული გაუგებრობაა. ახლა რაც შეეხება სხვა საკითხებს, ვფიქრობ რომ მედიის ფუნქცია არ არის, საკუთარი დასკვნები გააკეთოს რომელიმე ყოფილი თუ ამჟამინდელი პოლიტიკოსი გმირია, მესიაა თუ მოღალატე. მისი მთავარი ფუნქცია უნდა იყოს ინფორმაციის მიწოდება., შემდეგ უნდა ხდებოდეს შეფასება მხოლოდ ექსპერტის მეშვეობით.

- მიუხედავად ამისა, ქართული საზოგადოებისათვის უახლოეს მომავალში მთავარი საზრუნავი, სწორედ ეს ფაქტი იქნება, ახლად დაპატიმრებული და ახლა უკვე გათავისფლების პირას მყოფი ოქრუაშვილი გმირია, მსხვერპლი, წამებული თუ უბრალოდ მოკვდავი, რომელიც ან შეაშინეს, ან აიძულეს ან კი თავის ნებით ამბობს სიმართლეს. სამწუხარო კი ის არის, რომ ქართული პოლიტიკის მსგავსად ქართული საზოგადოებაც და სატელევიზიო მედიაც, მხოლოდ ამ საკითხების გამოძეიბისა და შეფასებით იქნება დაკავებული, მაშინ, როდესაც ქვეყანაში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საკითხები წყდება ან კი უნდა გადაწყდეს.

XS
SM
MD
LG