ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაზირისტანში მოთარეშეები დაიღუპნენ


პაკისტანელი სამხედროების განცხადებით ვაზირისტანის რაიონში მომხდარი შეტაკებისას 6 ჯარისკაცი და 30 მეამბოხე დაიღუპა. პაკისტანის არმიის განერალ-მაიორის ვაჰედ არშადის განცხადებით უშიშროების ძალებმა ქალაქ მირ ალის მახლობლად ჩასაფრებულ მოწინააღმდგეზე მიიტანეს იერიში. ავღანეთის მოსაზღვრე ვაზირისტანის რაიონში ივლისის შემდეგ მკვეთრად გამწვავდა ვითარება როდესაც პაკისტანის ხელისუფლებამ ისლმაბადში მდებარე წითელი მეჩეთი დაარბია, რის გამოც დაირღვა სამშვიდობო შეთანხმება მთავრობასა და ადგილობრივ მეომარ ტომებს შორის, რომლებიც თალიბებს უჭერდნენ მხარს.
XS
SM
MD
LG