ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუშარაფმა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა დიდი უმრავლესობით გაიმარჯვა


პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა ხმათა დიდი უმრავლესობით გაიმარჯვა ამ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში. მან პაკისტანის პარლამენტში კანონმდებელთა 257 ხმიდან 252-ის მოპოვება შესძლო, თუმცა არჩევნების შედეგები საბოლოოდ ქვეყნის უმაღლესმა სასამართლომ უნდა დაამტკიცოს. არჩევნების წინა დღით გენერალმა მუშარაფმა ამინისტია გამოუცხადა პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბენაზირ ბჰუტოს და სხვა პოლიტიკოსებს, რომლებსაც კორუფციაში ედებოდათ ბრალი. ახლა ისინი პრეზიდენტ მუშარფთან ერთად სახელმწიფოს მართვაში მიიღებენ მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG