ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დსთ-ს ლიდერები ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში შეიკრიბნენ.


დსთს კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციამ, რომელსაც რუსეთი თავმჯდომარეობს და რომელშიც 7 სახელმწიფოა გაერთიანებული სპეციალური მემორანდუმი მიიღო შანხაის ჯგუფთან თანამშრომლობის შესახებ, რომელსაც ჩინეთი ხელმძღვანელობს.

ამ ორგანიზაციების ერთობლივი განცხადების მიხედვით ისინი გააგრძელებენ თანამშრომლობას ტერორიზმის, ნარკოტიკებით ვაჭრობის და საერთაშორისო კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამავე განცხადებაში ნათქვმია რომ აღნიშნული ორგანიზაციები არ აპირებენ რეგიონში ნატოს ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლას.

დსთს ქვეყნების შეხვედრაზე უსაფრთხოების საკითხებთან ერთად სავაჭრო ეკონომიკურ პრობლემებსაც განიხილავენ.

XS
SM
MD
LG