ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში საპრეზიდენტო არჩევნები შაბათს გაიმართება


პაკისტანის უზენასი სასამართლოს გადაწყვეტილებით საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც პრეზიდენტ მუშარაფისთვის უფლებამოსილების გაგრძელებას ისახავს მიზნად შაბათს გაიმართება.

სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება პრეზიდენტის პოლიტიკური ოპონენტების მიერ უკანასკნელ წამს შეტანილმა პეტიციამ გამოიწვია, რომელშიც ფერვეზ მუშარაფისთვის უფლებამოსილების კიდევ 5 წლით გაგრძელების კანონიერება ეჭვქვეშაა დაყენებული, რადგან ის ჯერ კიდევ რჩება შეიარაღებული ძალების მეთაურის თანამდებობაზე.

ფერვეზ მუშარაფმა უკვე გამოაცხადა რომ დატოვებს არმიის მეთაურის პოსტს, თუ კიდევ ერთხელ აირჩევენ ქვეყნის პრეზიდენტად. შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად ამ შემთხვევაში ფერვეზ მუშარაფი ქვეყნის უშიშროების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს დანიშნავს.

დღესვე პაკისტანის მინისტრთა კაბინეტმა მხარი დაუჭირა სპეციალური განკარგულების მიღებას, რომლის მიხედვით ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბენაზირ ბჰუტოს მოეხსნება კორუფციაში მონაწილეობის ბრალდება. ამ განკარგულებას პრეზიდენტი მუშარაფი დღის ბოლოსთვის დაამტკიცებს.

აღნიშნული განკარგულების ამოქმედება ბენაზირ ბჰუტოსა და პრეზიდენტ მუშარაფის პოლიტიკურ ალიანს განამტკიცებს, რომელიც ამ ორ ლიდერს შორის ძალაუფლების განაწილებას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG