ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კათოლიკე მღვდლის მკვლელს სასჯელი არ შეუმსუბუქდა


თურქეთის სამთავრობო სააგენტო იუწყება, რომ ქვეყნის სააპელაციო სასამართლომ, კათოლიკე მღვდლის მოზარდ მკვლელს სასჯელი არ შეუმსუბუქა. დანაშაულის ჩადენის დროს მკვლელი თექვსმეტი წლის იყო.

შარშან ქალაქ ტრაპიზონის კათოლიკურ ეკლესიაში მოზარდმა, „ალაჰ აკბარის” ძახილით ორჯერ ესროლა მღვდელს ზურგში. მკვლელობა მაშინ მოხდა, როდესაც მსოფლიოს მუსლიმები, ევროპაში წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურის დაბეჭვდას აპროტესტებდნენ.

XS
SM
MD
LG