ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღამის განმავლობაში ბირმის ხელისუფლება პროდემოკრატიულ აქტივისტთა წინააღმდეგ რეპრესიებს ახორციელებდა


თვითმხილველთა თქმით, ბირმის სამხედრო ხელისუფლება აგრძელებს გასულ კვირას დარბეული დემონსტრაციის მონაწილე აქტივისტთა დაკავების პროცესს. ამ დროს კი გაეროს წარგზავნილი ანგარიშს ამზადებს ამ საკითხთან დაკავშირებით.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, ქალაქ რანგუნში ღამის განმავლობაში ათობით ადამიანი დააკავეს. დღის განმავლობაში ქუჩებში სამხედროთა უმნიშვნელო რაოდენობა ჩანს.

გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი ბირმაში მის სპეციალურ წარგზავნილს იბრაჰიმ გამბარის უნდა შეხვდეს. შეხვედრისას უნდა განიხილონ ბირმაში მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევის ფაქტი, რომელსაც, როგორც თავად ბირმის ხელისუფლება იუწყება ათი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დისიდენტები აცხადებენ, რომ სინამდვილეში დაღუპულია ორასამდე ადამიანი.

ბატონი ბანის თქმით, გუშინ იბრაჰიმ გამბარი ბირმის მმართველ გენერლებს მკაცრად ესაუბრა. „მაგრამ გამბარის მისიას წარმატებულს ვერ ვუწოდებთ”. დასძინა გენერალურმა მდივანმა.

ბირმაში ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ხვალ განიხილავენ.

XS
SM
MD
LG