ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფხენიანი ამა წლის დეკემბრისათვის მისი ბირთვული იარაღის შექმნის ყველა პროგრამის შეჩერებაზე დათანხმდა


ამის თაობაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა ჩინეთმა. როგორც ჩინეთის ოფიციალური ახალი ამბების სააგენტო სინხუას მიერ გავრცელენბულ ცნობაშია ნათქვამი გარიგებას მიაღწიეს ექვსმხრივ მოლაპარაკებაზე რომელიც კორეის ბირთვულ პროგრამას ეხება.

ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ კრისტიფერ ჰილმა განაცხადა რომ ამ გარიგების ძალით ამ პროგრამების შეჩერების სანაცვლოდ ფხენიანი საერთაშორისო დახმარებას და განსაზღვრულ დიპლომატიურ სარგებელს მიიღებს.

როგორც ექვსმხრივ მოლაპარაკებაზე ჩრდილოეთ კორეის მოთათბირემ აღნიშნა ამას გარდა აშშ-ი ამოიღებს ჩრდილოეთ კორეას იმ სახელმწიფოების სიიდან რომლებიც საერთაშორისო ტერორიზმს უწყობენ ხელს. ბატონმა ჰილმა უარი განაცხადა რაიმე კომენტარის გაკეთებაზე ამ განცხადების ირგვლივ.

XS
SM
MD
LG