ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადში განხორციელებული ტერაქტის შედეგად ერაყში პოლონეთის სრულუფლებიანი ელჩი დაიჭრა


ერაყის ძალოვანთა განცხადების თანახმად ტერაქტის სამიზნე პოლონეთის დიპლომატიური კორპუსის ავტოკოლონა იყო. დაიღუპა პოლონელი დიპლომატების მცველი და გამვლელი. არიან დაჭრილები. როგორც ამ განცხადებაშია ნათქვამი პოლონეთის ელჩი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იგი მსუბუქადაა დაჭრილი. პოლონეთმა 2003 წელს მხარი დაუჭირა ამერიკის შეერთებული შტატების შეჭრას ერაყში და დღეს იქ დაახლოებით 1000 სამხედრო მოსამსახურე ყავს დისლოცირებული.

ამ ფონზე აშშ-ის ერაყში განლაგებული სამხედრო კონტინგენტის პრესცენტრმა განცხადება გააკეთა რომლის თანახმად კოალიციურნმა ძალებმა დააკავეს 2 ძებნილი მეამბოხე, რომლებმაც ვარაუდით დიალას პროვინციაში ამას წინათ 2 ტერაქტი მოაწყვეს. ისინი შაბათს აიყვანეს. როგორც გამოძიებას მიაჩნია ამ ორიდან ერთი პასუხისმგებელი უნდა იყოს თავდასხმებისათვის სუნიტ სამოქალაქო პირებზე და ერაყისა და კოალიციური ძალების პირად შემადგენლობაზე. მეორე ეჭვმიტანილს ბარალად ედება თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის შექმნა.

XS
SM
MD
LG