ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი სააკაშვილი უარყოფს ბრალდებებს


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უარყო ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის შეკვეთა. საქართველოს პრეზიდენტმა ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდებები უსირცხვილო ტყუილად მოიხსენია. მან აქვე გაამართლა ოქრუაშვილის დაკავება, რამაც თბილისში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. გუშინ პარლამენტის წინ ათი ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრანტები ოქრუაშვილის დაკავებას გმობდნენ და ადრეული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვდნენ. ყოფილი თავდაცვის მინისტრის მომხრეები აცხადებენ, რომ ოქრუაშვილის დაკავება პოლიტიკურად იყო მოტივირებული.
XS
SM
MD
LG