ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს!


თბილისი კვლავ მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. პარლამენტის შენობის წინ დღეს მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა, რაც გადაწყდა გუშინ ირ.ოქრუაშვილის დაპატიმრების შემდეგ ოპოზიციური პარტიების მიერ. აქციაზე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმებას მოითხოვდნენ, ხოლო ირ.ოქრუაშვილს პოლიტიკურ პატიმრად აცხადებენ. - ყველა ელოდა საქართველოს პრეზიდენტის კომენტარს ირ.ოქრუაშვილის განცხადებებზე ! მისი დაპატიმრებით პრეზიდენტმა ყველა ბრალდება აღიარა. - საპროტესტო აქციებს ვიწყებთ არა ოქრუაშვილის გამოსაშვებად, არამედ ხელისუფლების გასაშვებად ! - უნდა დავიცვათ ჩვენი ღირსება ! - ასეთ განცხადებებს აკეთებდა დღეს ოპოზიცია პარლამენტის წინ გამართულ ხალხმრავალ მიტინგზე. აქცია მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერის ირ.ოქრუაშვილის მიმართვის წაკითხვით დაიწყო, რომელიც მისმა ადვოკატმა და მოძრაობის წევრმა ეკა ბესელიამ წაიკითხა. მიმართვაში ირ.ოქრუაშვილი ყველა მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას სრულ სიცრუეს უწოდებს და აცხადებს, რომ თავის მართლებას არ აპირებს, რადგან ეს თავის დამცირებად მიაჩნია. დღეს ოფიციალური განცხადება გააკეთეს მმართველი პარტიის ლიდერებმა გიგა ბოკერიამ, მ.მაჭავარიანმა და დ.კირკიტაძემ.მათ განაცხადეს, რომ არეულობის შემთხვევაში ხელისუფლება მკაცრ ზომებს მიმართავს. რა იგულისხმება მკაცრ ზომებში ? - ამ კითხვით მმართველი პარტიის ერთ-ერთ ლიდერს ნინო კალანდაძეს მივმართე, რომელიც ამბობს, რომ ეს ზომები გატარდება თუ იქნება ოპოზიციის მოწოდება ხელისუფლების დამხობისკენ.. აქციაზე ხალხი ძალიან ნეგატიურად აფასებდა იმ ფაქტს, რომ ირ.ოქრუაშვილს ჯვართამაღლების დღეს დაპატიმრების შემდეგ ჩამოხსნეს ჯვარი.. ეს ინფორმაცია ადვოკატმა ეკა ბესელიამ გააჟღერა მისი მონახულების შემდეგ მოდულის შენობაში. აქციის ერთ-ერთ მონაწილეს გავესაუბრე, რომელიც ამბობს, რომ უფლის ნება იყო რომ სწორედ გუშინ მოხდა ოქრუაშვილის დაპატიმრება რამაც ხალხის გაღვიძება გამოიწვია.. აქციაზე ყოფილი კონფლიქტების დარეგულირების მინისტრის გოგა ხაინდრავას გამოჩენამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, მას ყველა ეხვეოდა, ყველანაირად გამოხატავდნენ პატივისცემას. გ.ხაინდრავას გავესაუბრე, რომელის ამბობს, რომ არ არის გამორიცხული საქმე ეროვნული ხსნის კომიტეტის შექმნამდეც მივიდეს...

XS
SM
MD
LG