ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთმა და ერაყმა ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის შეთანხმებას მოაწერეს ხელი


ქურთი მეამბოხეები ერაყის ჩრდილოთში განლაგებული ბაზებიდან ახორციელებენ თავდასხმებს თურქეთ ის ტერიტორიაზე. მხარეები ვერ შეთანხმდნენ იმაზე, დაშვებული იქნება თუ არა ის, რომ თურქეთმა მისი ძალები ერაყის ტერიტორიაზე შეაგზავნოს, რათა დარტყმები მიიტანოს მეამბოხეებზე. დღეს ტელევიზიით გადაცემულ საზეიმო ცერემონიაზე ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბესირ ატალაიმ და ერაყის შინაგანა საქმეთა მინისტრმა ჯავად ალ ბოლანიმ. შეთანხმების თანახმად მხარეებმა მაქსიმალურ ძალისხმევას უნდა მიმართონ ქურთ მეამბოხეებთან ბრძოლის საქმეში. ცერემონიის შემდეგ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მხარეები კვლავაც გააგრძელებენ მოლაპარაკებებს სასაზღვრო რაიონში თურქეთ-ერაყის თანამშრომლობის განმტკიცების შესახებ. მისივე თქმით ანკარა კვლავაც იმუშავებს იმაზე, რომ საბოლოო ანგარიშში თურქეთის ძალებს ნება მისცენ ერაყის საზღვარი გადაკვეთონ ქურთ მეამბოხებთან საბრძოლველად.

დღეს ნიუ-იორკში გაეროს შტაბ-ბინის შენობაში ირანის ბირთვულ პროგრამას განიხილავენ. შეხვედრაში მონაწილეობენ გერმანიისა და გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი სახელმწიფოს - აშშ-ს, ბრიტანეთის, საფრანგეთის რუსეთისა და ჩინეთის წარმომადგენლები.

აშშ-ი, საფრანგეთი და ბრიტანეთი მხარს უჭერენ ირანის მიმართ ახალი სანციების შემოღებას, რასაც უშიშროების საბჭო ითხოვს. ამ ფონზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მინიშნება გააკეთა იმის თაობაზე, რომ კრემლი სულაც არ ჩქარობს ამ სანქციებზე გადაწყვეტილებების მიღებას და რომ იგი უპირატესობას ანიჭებს ირანის მოლაპარაკებას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან.

XS
SM
MD
LG