ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი საკუთარ პოზიციას აკონკრეტებს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის საკითხში


დღეს პეკინში მიმდინარე ექვსმხრივ მოლაპარაკებაზე ჩინეთმა უნდა წარმოადგინოს სამუშაო გეგმა, რომელშიც ჩამოყალიბებულია მისი აზრი იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული ობიექტების შეჩერება. დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე აშშ-ს სახ-მდივნის თანაშემწემ კრისტოფერ ჰილმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არსებობს აზრთა სხვაობა მოთათბირეებს შორის იმის თაობაზე თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ბირთვული ობიექტების მუშაობის შეჩერება.

შეგახსენებს, რომ თებერვალში ჩრდილოეთ კორეა დათანხმდა მისი ბირთვული პროგრამის შეჩერებას ფხენიანისადმი საწვავის მიწოდებისა და პოლიტიკური დათმობების სანაცვლოდ. ფხენიანმა უკვე შეაჩერა იონგ ბიონის მთავარი ბირთვული ობიექტის მუშაობა და განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობას ამა წის მიწურულისათვის ყველა მმისი ბირთვული ობიექტის სიას გადასცემს. ექვსმხრივ მოლაპარაკებაში მონაწილეობენ აშშ. ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეული სახელმწიფოები, იაპონია, ჩინეთი და რუსეთი. მოლაპარეკება კვირას უნდა დასრულდეს.

XS
SM
MD
LG