ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტ პერვეზ მუშარაფს აქვს საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კანდიდატურის წამოყენების უფლება


პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტ პერვეზ მუშარაფს აქვს საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კანდიდატურის წამოყენების უფლება. დადგენილების თანახმად, მას ამავე დროს უფლება აქვს შეინარჩუნოს ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის პოსტი. დადგენილების ტექსტი დღეს საზოგადოებრიობას გააცნო მოსამართლეთა ცხრა კაციანმა კომისიამ.

როგორც კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა პრეზიდენტ მუშარაფის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრები არ იქნა დაკმაყოფილებული. მუშარაფმა უკვე ოფიციალურად გაიარა რეგისტრაცია მისი კანდიდატურის წამოყენების შესახებ. უკვე დარეგისტრირდა ოპოზიციის ორი კანდიდატი. საპრეზიდენტო არჩევნები ექვსი ოქტომბრისთვისაა დანიშნული. უშიშროებისა და პოლიციის ასობით თანამშრომელი განლაგებულია ისლამაბადის ქუჩებში. მთავრობა შიშობს საპროტესტო აქციებს პრეზიდენტის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG