ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეპორტაჟი თბილისიდან: ირაკლი ოქრუაშვილის მომხრეები აცხადებენ, რომ საქართველოში კრიზისია შექმნილი


საქართველოში პოლიტიკური კრიზისია ! - აცხადებენ ირაკლი ოქრუაშვილის მომხრეები გუშინდელი საღამო საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ტელევიზორებთან გაატარა და ექს-თავდაცვის მინისტრის გამაოგნებელი განცხადებები მოისმინა. მათი განმეორება საჭიროც არ არის, მთელი ქალაქი დღეს მხოლოდ ამაზე ლაპარაკობს და ელოდება , რა იქნება შემდეგ ?! გუშინ ი.ოქრუაშვილმა პირდაპირი ეთერით ისარგებლა და მაყურებელს თავისი პარტიის რიგებში გაწევრიანებისკენ მოუწოდა. ექს-თავდაცვის მინისტრის შეძახილს ბევრი ადამიანი გამოეხმაურა. - ნუ გეშინიათ ლომაიების, მერაბიშვილების , სააკაშვილის ! - ასე მიმართა ი.ოქრუაშვილმა ხალხს; მოძრაობა „ერთიანი საქართველოსთვის“ დღეს 2-ათასამდე ადამიანი გაწევრიანდა. ი.ოქრუაშვილის თქმით ქვეყანაში დასადგურებული შიშის წინააღმდეგ მოძრაობა იწყებს ბრძოლას, ამ მიზნით ხალხის მობილიზება რეგიონებშიც მიმდინარეობს, ხოლო 15 .11. პირველი დამფუძნებელი ყრილობა გაიმართება. ი.ოქრუაშვულის განცხადებას ზ.ჟვანიასთან დაკავშირებით დაღუპული პრემიერის ძმა და მეუღლე გამოეხმაურნენ.გ.ჟვანია პარლამენტში ელენე თევდორაძეს ესტუმრა, ნინო ქადაგიძემ განაცხადა, რომ ი.ოქრუაშვილი თავს უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაიგდებდა და ტყუილს არ იტყოდა, რომ ზ.ჟვანიას გვამი ბინაში საბურთალოს ქუჩაზე მისი დაღუპვის შემდეგ მიიტანეს, და რომ ოჯახმა ამის შესახებ თავიდანვე იცოდა. - დაბალი პოლიტიკური კულტურის ჩვეულებრივი გამოვლინება ! - მეზღაპრე ! - სასაცილოა ! - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობამ ოქრუაშვილის განცხადებები. ი.ოქრუაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა გიგი უგულავამ, რომელმაც თქვა, რომ ყოფილი მინისტრი ამ განცხადებების გაკეთებისას ძალიან შეშინებული ჩანდა, მაგრამ რამ შეაშინა ასე, უგულავამ არ იცის.. რა რეაგირებას ელოდნენ მოძრაობის წევრები ხელისუფლებისგან გუშინდელ განცხადებებზე და საერთოდ, დალაგებულ ქვეყანაში ასეთ განცხადებებს რა უნდა მოჰყვეს ? - ამ კითხვით მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, გია ცაგარეიშვილს მივმართე, რომელიც ამბობს, რომ დალაგებულ ქვეყანაში ამ განცხადებებს პრეზიდენტის იმპიჩმენტი უნდა მოჰყვეს... ხალხი უნდა დაუპირისპირდეს ხელისუფლებას ! - ითქვა დღეს მოძრაობა „ერთიანი საქართველოსთვის“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე მოსახლეობასთან. -როგორ უნდა დაუპირისპირდეს ხალხი ხელისუფლებას ? - ამ კითხვით მოძრაობის წევრს კოკა გუნცაძეს მივმართე, რომეც ამბობს, რომ მხოლოდ პოლიტიკურად.
XS
SM
MD
LG