ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს უშიშროების საბჭო ბირმაში შექმნილ სიტუაციას განიხილავს


დღეს, გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომას ატარებს ბირმაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გამო. უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა ბერნარდ კუშნერმა განაცხადა, რომ სხდომა რამოდენიმე საათში დაიწყება. ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა გორდონ ბრაუნმა მოუწოდა გაეროს უშიშროების საბჭოს ყურადღება გაამახვილოს იმაზე, თუ რა ზომების მიღებაა საჭირო რათა ბირმის სამხედრო მთავრობამ შეწყვიტოს მშვიდობიანი მანიპესტაციის დარბევა. საფრანგეთის ევროპული საქმეების მინისტრმა დაჰგმო მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევა ბირმაში. მან ევროკავშირს მოუწოდა მკაცრი სანქციები შემოიღოს ბირმის მთავრობის მიმართ. გენერალურ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას, გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი მის საგანგებო წარმომადგენელს გაგზავნის ბირმას, რათა მან ადგილზე შეისწავლოს შექმნილი მდგომარეობა.
XS
SM
MD
LG