ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბირმაში ათასობით ბუდისტი ბერი დემონსტრაციებს აგრძელებს


თვითმხილველთა თქმით, მიუხედავად ბირმის სამხედრო ხუნტის მხრიდან გაჟღერებული მუქარისა, ათასობით ბუდისტი ბერი დემონსტრაციებს აგრძელებს.

დღეს ნარინჯისფერ სამოსელში გამოწყობილი ბერები და მათთან შეერთებული რიგითი მოქალაქეები, ბირმის ყველაზე დიდი ქალაქის რანგუნის ქუჩებში პროდემოკრატიული ლოზუნგების ფრიალით გამოვიდნენ.

თვითმხილველების მტკიცებით, მოპროტესტეთა შორის ზოგს უპყრია დროშები ეგრეთწოდებული „მებრძოლი ფარშევანგის” გამოსახულებით. ამ ემბლემას 1988 წელს ქუჩებში გამოსული სტუდენტთა გაერთიანებები ხმარობდნენ. მაშინ არმია სასტიკად გაუსწორდა დემონსტრაციას. დარბევისა და სროლის შედეგად სამ ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG