ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის დასავლეთ რეგიონში სამხედრო ოპერაციისას ორი გატაცებული იტალიელი სამხედრო მოსამსახურე იქნა გამოხსნილი


იტალიელი ოფიციალური პირების განცხადების თანახმად ავღანეთის დასავლეთ რეგიონში სამხედრო ოპერაციისას ორი გატაცებული იტალიელი სამხედრო მოსამსახურე იქნა გამოხსნილი. სამხედროები ნატოს ძალების მიერ იქნა გათავისუფლებული. ორივე სამხედრო მოსამსახურე დაჭრილია. ერთ-ერთ მათგანს სერიოზული ჭრილობები აქვს მიყენებული. ჯერ არ არის ცნობილი ის თუ რა გარჩემოებაში დაიჭრნენ ისინი.

ინფორმაციის თანახმად სულ ცოტა ხუთი გატაცებული მოკლეს. არ არის ცნობილი იმ ორი ავღანელის ბედი, რომლებიც იტალიელ სამხედროებთან ერთად იმყოფებოდნენ, როდესაც ისინი პატრულირების დროს ჰერატის პროვინციიდან გაიტაცეს.

დღესვე ესპანეთის სამხედრო ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ორი ესპანელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და სულ მცირე ორი დაიჭრა, როდესაც მათი სამხედრო ავტოკოლონა ავღანეთის დასავლეთ ქალაქ შევანში ააფეთქეს.


XS
SM
MD
LG