ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ-იორკში  გაეროს გენერალური ასამბლეის 62-ე სესია დაიწყო


დღეს ნიუ იორკის გაეროს შტაბ-ბინაში კონფერენცია იწყება, რომელზეც ერაყის აღორძინებისა და ქვეყნის გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს განიხილავენ.

სესიას გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი ერაყის პრემიერ მინისტრთან ნური ალ მალიკისთან ერთად გაუძღვება.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებს 20 ქვეყანა, მათ შორის ირანი, კუვეიტი და სირია.

შეხვედრისას ყურადღებას გაამახვილებენ ასევე გასულ თვეს გენერალური ასამბლეის მიერ შემუშავებული რეზოლუციაზე რომელიც ერაყში გაეროს წარმომადგენელთა მისიის მანდატის გაგრძელებას ითვალისწინებს.

დღის წესრიგში ასევე ერაყის ხუთ-წლიანი ეკონომიკური და პოლიტიკური აღმავლობისთვის აუციელებლი საერთაშორისო ძალისხმევის დეტალებზე მსჯელობა შედის.

ბატონმა ბან კი მუნმა ჟურნალისტებს განუცხადა რომ იგი გაეროს წევრი ქვეყნებისგან სრულ თანადგომასა და მხარდაჭერას მოითხოვს.

დღევანდელ კონფერენციას ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ესწრება.

XS
SM
MD
LG