ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გუშინ გაერო-ში საქართველოს ელჩმა ირაკლი ალასანიამ პრესკონფერენცია გამართა


გუშინ გაერო-ში საქართველოს ელჩმა ირაკლი ალასანიამ პრესკონფერენცია გამართა და საერთაშორისო თანამეგობრობას ზემო აფხაზეთში 20 სექტემბერს მომხდარი ინციდენტის დაგმობისკენ მოუწოდა. პრესკონფერენციაზე ალასანიამ ჟურნალისტებს 20 სექტემბრის თავდასხმის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და ინციდენტი 'სამხედრო კონფრონტაციის პროვოცირების მცდელობად' შეაფასა.

ირაკლი ალასანიას თქმით, აფხაზ მებრძოლთა ჯგუფი, რომელიც გზის მშენებლობის დამცველმა პოლიციელებმა ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე შენიშნეს, მიზნად ისახავდა ”დაზვერვას და შემდეგ მშენებარე გზის და მისი ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოყვანას”.

მისი თქმით, ეს პროვოკაცია იყო , რასაც ადგილი აქვს შარშანდელი ზაფხულიდან - მას შემდეგ რაც საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ზემო კოდორის ხეობაზე კონტროლი აღადგინა.


გაეროს გენერალური მდივანი განცხადებას აკეთებს კოდორის ხეობაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის რწმუნებული განცხადებას აკეთებს კოდორის ხეობაში მომხდარი შეტაკების ირგვლივ.

-”გაეროს გენერალური მდივანი შეშფოთებულია ცნობებით იმის თაობაზე, რომ ინციდენტს ჰქონდა ადგილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აფხაზეთის დე ფაქტო სამთავრობო ძალებს შორის, რის შედეგადაც დაიღუპა ორი აფხაზი. არიან დაჭრილები. რამოდენიმე კაცი დაატყვევეს. საქრთველოში განლაგებული გაეროს მეთვალყურეთა მისია ამჟამად გამოძიებას აწარმოებს. გაეროს გენერალური მდივანი ორივე მხარეს მაქსიმალური თავშეკავებისაკენ მოუწოდებს, რათა კიდევ უფრო არ გამწვავდეს მდგომარეობა.”

XS
SM
MD
LG