ბეირუთში დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს ანტი-სირიული პოზიციის მქონე კანონმდებელისა, რომლის მკვლელობამ დიდი აურზაური გამოიწვია ლიბანში. როგორც მოელიან დაკრძალვის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ ლიბანის კანონმდებლები და თვალსაჩინო პოლიტიკური მოღვაწეები. ანტუან განემი ბეირუთში ოთხშაბათს დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა.
იგი მთავრობის ერთგულ პირთა კოალიციის წევრი იყო და აქტიურად იყო ჩაბმული დაპირისპირებაში იმ ოპოზიციურ დაჯგუფებებთან, რომელსაც სირია უჭერს მხარს. ლიბანის პარლამენტმა სამშაბათს უნდა დაადგინოს ის თუ ვინ იქნება ახალი პრეზიდენტი, რომელიც პრო-სირიული ორიენტაციის მქონე სახელმწიფოს მეთაურს ემილ ლაჰუდს შესცვლის. გაეროს უშიშროების საბჭომ დაჰგმო განემის მკვლელობა და კატეგორიულად მოითხოვა შეწყდეს ლიბანის პოლიტიკურ მოღვაწეთა მკვლელობა.