ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უნისეფის ანგარიშის თანახმად საქართველოს მრუმე პერსპექტივა ესახება


გაეროს ანგარიშის თანახმად, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ბევრი მოზარდი სათანადო განათლებას ვერ იღებს.

გაეროს ახლახანს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ყოფილი საბჭოთა კავშირის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე თოთხმეტ მილიონზე მეტი ადამიანი ისე გადის შრომის ბაზარზე, რომ სათანადო დაწყებითი განათლება არ გააჩნია.

იუნისეფის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ გაუნათლებელი მუშახელის ყოლა ამ ქვეყნებს გლობალურ კონკურენციაში ძალზე შეუშლის ხელს. აქ აღნიშნულია, რომ ამ სახელმწიფოებში კომუნისტური რეჟიმის დროს განათლება უფასო იყო, მაგრამ ახლა ბევრ ოჯახს განათლებასთან დაკავშირებული ხარჯების გაღება არ ძალუძს.

იუნისეფი აცხადებს, რომ ახალგაზრდათა უმუშევრობის მაჩვენებლით, რეგიონზე უფრო უარეს მდგომარეობაში მხოლოდ ახლო აღმოსავლეთი იმყოფება.

ამ ანგარიშის მიხედვით სკოლებში დასწრებას იმდენად დაბალია, რომ საქართველო, მოლდოვა და ტაჯიკეთი საყოველთაო დაწყებითი განათლების ათასწლეულის 2014 წლისთვის დასახულ მიზანს ვერ დააკმაყოფილებს.

XS
SM
MD
LG