ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფერვეზ მუშარაფი არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.


პაკისტანის პრეზიდენტი ფერვეზ მუშარაფი 6 ოქტომბრისთვის დანიშნულ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

მიუხედავად იმისა, რომ პაკისტანის უზენაეს სასამართლოში აღძრულია საქმე პაკისტანის პრეზიდენტი ფერვეზ მუშარაფი 6 ოქტომბრისთვის დანიშნულ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. თუმცა პაკისტანის უზენაეს სასამართლოს ჯერ ვერ გაურკვევია კანონიერია თუ არა პრეზიდენტის პოსტზე მუშარაფის ხელახალი არჩევა.

პაკისტანის საარჩევნო კომისიამ განაცხადა არჩევნების ცატარების დღის სესახებ დღეს გააკეთა განცხადება.

ოპოზიციური პარტიები იმუქრებიან, რომ პარლამენტიდან გავლენ და დემონსტრაციებს მოაწყობენ, თუ მუშარაფი კენჭს იყრის. მათ უზენაეს სასამართლოში საჩივარი შეიტანეს, რომლის თანახმადაც, მუშარაფმა პრეზიდენტის პოსტზე უკვე დაჰყო ორი ვადა და თანაც იგი ქვეყნის არმიის მთავარსარდლის თანამდებობიდანაც ჯერ არ გადამდგარა:

„ბატონმა მუშარაფმა უკვე მუშარაფმა პრეზიდენტის პოსტზე უკვე დაჰყო ორი ვადა. ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცით ამ პოსტზე მესმე ვადით არჩევა აკრძალულია. თუ მუშარაფი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს ჩვენ, ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტს დავტოვებთ”.

ამბობს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ყაზი ჰუსაინ აჰმედი.

გენერალ მუშარაფის ადვოკატები ამბობენ, რომ პრეზიდენტი მთავარსარდლის პოსტიდან იმ შემთხვევაში გადადგება თუ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს.

მნიშვნელოვანია ის, რომ პაკისტანის კონსტიტუციის მიხედვით ქვეყნის პრეზიდენტს ეროვნული და რეგიონალური საკრებულოები ირჩევენ და არა ქვეყნის მთელი მოსახლეობა.

XS
SM
MD
LG