ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანტუან ღანემის მკვლელობა, არჩევნების წინ პარლამენტარების დაშინებისკენ იყო მიმართული


ლიბანის მთავრობა აცხადებს, რომ ანტისირიულად განწყობილი დეპუტატის მკვლელობის ფაქტი, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებს ხელს ვერ შეუშლის.

ლიბანელი ლიბანის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ანტისირიულად განწყობილი დეპუტატის ანტუან ღანემის მკვლელობა, არჩევნების წინ პარლამენტარების დაშინებისკენ იყო მიმართული. მან გაეროს ამ მკვლელობის გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა.

ბატონი ღანემი სამთავრობო კოალიციის წევრი იყო და პროსირიული ოპოზიციის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლასი იყო ჩაბმული.

ლიბანის პარლამენტმა ქვეყნის ახალი პრეზიდენტის არჩევის პროცესი 25 სექტემბერს უნდა დაიწყოს.

პრეზიდენტმა ბუშმა დაგმო ღანემის მკვლელობის ფაქტი. თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ლიბანში ცდილობენ სიცოცხლეს გამოასალმონ ისინი, ვინც ქვეყნის ნამდვილ დამოუკიდებლობაზე ზრუნავს.

XS
SM
MD
LG